წლები
ისე უეცრად გავიდნენ წლები, კვლავ უშენობის დავრჩი დარაჯად, ქარშიც კი მესმის მე შენი ხმები, ნაზი,ნატიფი,მიმღერს ამაყად. ვერ გაიფანტა ჩვენი სიშორე და ეგ თვალები თავს არ მანებებს, ყოველთვის შენზე ვფიქრობ იცოდე, ერთადერთი ხარ ვინც აქ მაჩერებს. მე კი წავედი დარდით დაფლული, და გავეყარეთ,ვერ გაგახარე. უშენოდ ვრჩები ისევ მალული, ჩემი თავისთვის ვარ დამნაშავე. და ისევ მარტო,ჩუმიერ ტკივილს, დროგამოშვებით ვეხმაურები, ვცოცხლობ და ვუვლი ჩემ მდორე სინდისს, კვლავ უშენობით ვარ დანგრეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი