შემოდგომა
კვლავ შემოდგომა მეალერსება და იდუმალი ვრჩები ყოველგან, როცა ფოთლებით გადაივსება, გზატკეცილები სულის მორევთან. და მეღვიძება ზაფხულით დაღლილს, გამონათებით ველი მე ზამთარს, ვიცი,რომ თოვლი უდავოდ დამცლის და კვლავ შემმატებს სიცივე დარდსაც. შენც,რომ წახვედი ზამთარი იყო, მახსოვს გაისმა ცაზე ქუხილი, მე ყველა ცოდვას ნატიფად გინდობ, რომ ჩემსას ერთოს შენი წუხილიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი