სულიერი სიმარტოვე ანუ განთიადი


თენდება,ოთახში მუზა შემოდის,
რატომღაც ალერსით არ მოდის,
ახლა უფრო აგრესია,მომეშვით,
მე ჩემი თავი დავღალე დარდიანი ცხოვრებით.
სადა ხარ..
გული წვიმას მოელის.
ვაჟა ვარ..
ეს ვედრებაა ჩემი,
ეს წერილია შენთვის.
მე დავკარგე ღმერთი,
ახლა გამოძახილი ვარ მხეცის.
მე რიგითი ვარ შენთვის,
შენ მასაში ხარ ერთი.
შენს ლოდინში მიილია წლები,
არ ჩანხარ..
ვერ მკურნავენ სხვები.
ამას კარგო ვერ გაიგებს ყველა,
მე უშენოდ ვერ ვიქნები ბედნიერად.
მარტო ვარ,
ახლა წვიმა მივლის,
რა ბედია,წვიმა უყვარს ივლისს.
დამთავრდა,ყველაფერი მიდის,
ლექსებია შვება,
წლები ისე მიქრის,
ვერ ვეშვები გვემას.
სათნოა,წვიმის მერე ქუჩები,
მაყვარებს თავს ია,
ყვირიან,თავში ხმები,ნუ რჩები!
თუმცა პოეტს,საბიასი მქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი