არამშვიდი მოგონება


შენ ისევ კითხულობ გრანელს,
უყურებ თვალებში ყველა გამვლელს,
მაგრამ ვერ ხედავ ვერსად მის სახეს,
ამიტომ ტკივილს კვლავ ლექსებში ავლენ.
შენ ისევ მეგობრობ ვერტერთან,
გადმოგაქვს მისი ჩვებები,
ებმები კვლავ ომში ღმერთებთან,
და ფიქრობ დახიო ნაწერები.
ვერაფრით იშორებ გულიდან იარას,
ვერაფრით შველი ჩამომხმარ სხეულს,
ისევ უყურებ თავ ქვეშ იარაღს,
და ისევ გიწევს ცხოვრება ეულს.
ისევ შენ და ცარიელი ქუჩა,
ხვდები გარეთ არავინ გამოდის,
ბალმონტს და გალას ნებები უჩანს,
შენამდე ხვდები ნებაც არმოდის.
ამიტომ ისხავ სისხამზე არაყს,
წერაში მოკლავ ყველაფერს სათქმელს,
სუნთქავ ნიკოტინს,მადა კი არგაქვს,
და მერამდენედ ეუბნები უარს შენ საჭმელს,
ვეღარც ითვლი და გრძნობაც გამარცხებს,
შეწუხებული თავსაც ვერ უვლი,
იქნებ სიბნელე მაინც განათდეს,
აჩუქო სიმშვიდეს სული.
შენ ისევ კითხულობ გრანელს,
შენ ისევ ავსებ დავთაღს,
ისევ ეტანები სასმელს,
და გულით სევდა კვლავ დაგაქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი