ღამე ნამეხარი
ღამე დავჯექი,დავიწყე წერა, კალამს მოვკიდე მჭიდროდ მტევანი, მთვარე მიღიმის არ მაცელს მზერას, და ქარიშხლები ხეთქავს ხეთა რიგს. ასე ვწერ წერილს ლექსად, მიწყობს ხელს სულ ყველა ფიქრი, რა ვქნა ვერ დაგირჩი მწერლად, რა ვქნა ვერ გათოვე ფიიფქი. ასე თუ წავიდოდი,რა ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდა,რა მეგონა, ხანგრძლივი იქნებოდა,ვფიქრობდი, ხანგრძლივი თურმე მხოლოდ მარტოობა მელოდა. ასე ვწერ წერილებს შენთბის, ახლა აღარ მიწევს გლოვა, ახლა შავებია,გესმის? ჩემი ფერთა გამა და კონა. როგორ არ ამიცდა ხელი, შენს ხელს,რომ ეთვოდა მონად, როგორ მენატრება დღენი, რომლებსაც თან არ ეხლდა ოხვრა. მგონი პათოსია მძიმე, ანაც ეპოქაა მკვდარი, ნეტავ ვაცოდინო ვისმე, რატომ დავდივარ ყოველდღე მთვრალი. ახლა გასაჭირი მიტევს, პოეტს სევდა დააქვს გულით, ღამის საათებს,რომ მისდევს, ის პოეტი ვარ,გათანგული. ნიშანს ველოდები ისევ, ღამე ნამეხარი მებრძვის, დილაც ნამეტნავად მიტევს, რადგან გაღვიძებას ერთვის. ახლა უძილო ვარ ისევ, რადგან წყვდიადია ჩემში, შენ რომ მახსენდები მყისვე, ჩემი გულის ძგერა მესმის. პოეტს დამლევია სიტყვა, რადგან რაც მინდოდა ვერ ვთქვი, ნეტავ გამაციოს სეტყვამ, ნეტავ ჩემთან იყოს ღმერთი. ახლა სიყვარულის ნაცვლად, გული ბრაზით არის სავსე, ასე მოგევლინეთ მხატვრად, მკვდარი ოცნებებით ვხატე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი