თვალები


თვალებსაც დაეტყოთ დაღლა,
სიჩუმე გრძნობებს აღვივებს.
კოლოფში ღერები დამრჩა,
ხოდა ჯერ რა დამაძინებს.
ლექსებით სავსეა ჩანთა,
განცდებით გაჟღენთილი სტროფები,
ბავშვური თვალით,ცხოვრება მარტივი ჩანდა,
ახლა კი სიმარტოვით ვღონდები.
რაც მსურდა ის არ ახდა,
ყოველი შორია პოეტო,
რთულია რაც მიჭირს ავხსნა,
ქცევებით სოციუმს მოვერგო.
სევდას ვერ ვიშორებ ახლა,
როგორც ვერტერი თავთან იარაღს.
მახსოვს შენი სახე ლანდად,
თავში მაგ სახემ ხშირად იარა.
ახლა ვუხშირებ მოწევას,
და ლექსის წერის გარდა,
არაფერიღა შემომრჩა.
სულ დაცლილია განცდა,
სულ მივილიე მეც,
სხეულში ცეცხლი ჩაქვრა,
რაც შენ წახვედი,შენ…
თვალებსაც დაეტყოთ დაღლა,
შენი ნასროლი თოფიდან,
არცერთი ტყვია არ ამცდა,
როგორც ჩანს არ გავხარ ინგას,
ახლა მეძინოს მინდა,
რადგან იქ მაინც მოხვალ,
და მეტყვი ამად ღირდა.
სიგარეტს ვუკიდებ ისევ,
ნიკოტინია შვება,
ახლოს არავის ვუშვებ,
მხოლოდ შენ გქონდა ამის ნება.
თვალებსაც დაეტყოთ დაღლა,
სხეულზე მატულობს ნაჯღაპნი,
ამათაც კი აქვთ ახსნა,
შენს წასვლას არ ქონდა ნასახი.
თვალები იბრძვიან ახლა,
მოწევას ვუხშირებ ისევ,
ვეწევი და ყველა ნაფაზს,
ვუყვები ჩემს ჩანაფიქრზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი