შუა საუკუნეების მეომარი
სიბნელით გაღვითქულ საღამოს, როდესაც დღიური ფუსფუსი(მთელი დღე კითხვა და მუსიკების მოსმენა)მომთავრებული მაქვს,ზღვასთან ახლოს ნაძვებს შორის გადებულ ჰამაკში ვისვენებ. ცოტათი ირონიულია ამას დასვენებას რომ ვუწოდებ,ამ დროს უფრო ვიღლები ვიდრე დღის სხვა ნებისმიერ მომენტში. ჩემი გონება ერთბაშად მიეცემა ხოლმე ფოქრებს. როგორი ხმაურითაც მდინარე მოღრიალებს მთიდან,ხევების გავლით,ისეთივე ხმაურით ჩამოიღრიალების ფიქრების დინება ჩემს გონებაში და აახმაურებს,ააწრიალებს ჩემს ისედაც გადაღლილ სხეულს. ვქნაობ ნაძვებ შორის გადახლართულ ჰამაკში,ვუსმენ Radiohead-ს და განაბულია გონება ფიქრებში. ხანდახან მგონია,რომ ერთადერთი რაღაც,რასაც შემიძლია დავეყრდნო დასასვენებლად სწორედ ის ბრაზია,რომლითაც ასე თამამად დავიარები ხალხში. ჩემი ბრაზი ჩემი იარაღია. სწორედაც რომ მისი დახმარებით ვმალავ და გაუმჭვირვალეს ვხდი ამ ჩემს ფიქრებითა და დარდებით გადაღლილ თავს. იგია ის ძალა,რაც საკუთარ თავში ვპოვე,ადამინებს შორის გასანავარდებლად. განავარდებაც ირონიული ნათქვამია ისევ. უკვე თვეზე მეტია სხვის დაუხმარებლად საკუთარი სახლის ზღრუბლს ვერ ვტოვებ, მაგრამ ესეც საკუთარი დაუდევრობის შედგია. ხოდა,სად გავჩერდი. ბრაზი,ალბათ ამ სიტყვის წაკითხვაზე და გაგონებაზე ყველას გააფთრებული ადამიანი წარმოუდგება თვალწინ,ვინც დაუფიქრებლად მთელი ძალით შემუსრავს მისი გაბრაზების საგანსა თუ პიროვნებას,თუმცა არა,მკითხველო შენ ცდები. ბრაზი მრავალმხრივი არსებობს. ჩემი ბრაზი,პირადი თვითშეგნებაა,რომელიც სწორედ იმას მასწავლის რომ რაღაცები რაც ჩემზე პროვოცირებას ახდენს,შემიძლია დავიგროვო და შემდეგში,როცა დავიღლები დავეყრდნო,სწორედ ისე, როგორც შუა საუკუნეების მეომარი დაისვენებდა თავის მახვილზე დაყრდნობით, ასამდე მეომრის მკვლელობის შემდეგ. როგორ შეიძლება ბრაზის ალეგორიად მახვილის მოტანა? ან თუნდაც რა საერთოა მეომარსა და ჩემს შორის? გასაგებია,მსგავსი კითხვის დაბადება. მეომრისათვის სწორედაც მახვილია ის საგანი,რაც მას ომში გადარჩენის საშუალებას აძლევს,დამერწმუნებით კარგი მეომრისთვის,რომელსაც მახვილის არსი შესისხლხორცებული აქვს,ბრძოლა მარტივი და ერთადერთი საქმიანობაა. სწორედ ასეა ბრაზი ჩემთვის,იგი არის ჩემი გადარჩენის და არსებობის ერთ-ერთი ძალა. ერთ-ერთი,რადგან დამერწმუნებით მეომარს ომში მახვილთან ერთად სჭირდება კარგი მუზარადი,ჯაჭვის ან თუნდაც ფოლადის აბჯარი,კარგი ულაყი მსგავსი არზაყან ზვამბაიას არაბიასა. ალბათ დაგებადებათ კითხვა რა არის ჩემთვის მეომრის ატრიბუტების მსგავსი,რაც ასევე მეხმარება გადარჩენაში. ბევრი არაფერი,ერთი ხელოვნებაზე დამოკიდებული ადამინი ვარ,რომლისთვისაც არსებობს მხოლოდ უკიდეგანო თვალთახედვა,შორს არ გამექცეს სათქმელი. მუსიკას,როგორც წინაზე გესაუბრეთ,ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემ ცხოვრებაში,მოკლედ რომ ვთქვა მუსიკა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია(ვრცლად “მუსიკა და წელიწადის დროები”). ჩემი ფოლადის აბჯარია - წერა, ვწერ როცა მიჭირს,როცა მილხინს,როცა უსაქმურად ვარ,როცა ვსაქმიანობ,მოკლედ ვწერ როცა მეწერება. ძირითადად ვწერ ლექსებს,რომანტიზმის ჟანრში,ვეტრფი წარსულს,როგორც ეს პოეტებს გვჩვევია, ვწერ და ვიამებ გულის ნადებს, კარგი ლექსის დაწერა ჩემთვის დედის ამბორივით სასიამოვნოა. შუქია ბნელში და ჩაუმქრალი სანთელია ეპიტაფიის ძირში,გარდაცვლილის მოსაგონრად რომ ანათებს. ლექსებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემ ცხოვრებაში,ყველაფერს ვუყვები სტრიქონებს,რასაც საუბრით ვერ და რიგ შემთხვევებში არ გადმოვცემ. ჯერი ულაყზე მოდგა? ცხენი…ცხენივით გამოსადეგი ჩემ ცხოვრებაში არის სეირნობა მარტო,შავი ზღვის პირას. ვსეირნობ იქამდე,სანამ არ დავმშვიდდები,მშველის და მიტომ. საკუთარ თავთან განმარტოება ძალიან მშვენიერია ჩემთვის,მიყვარს როცა საკუთარ ფიქრებს ვუღრმავდები,ვაანალიზებ და ვერკვევი მათში,ესე რომ არ იყოს ალბათ შლეგი ცხოველისგან ჩემი გარჩევა ფრიად რთული იქნებოდა. ახლაც როცა მთვარე დაყუდებულია ცაზე ჭაღად, ნაძვებს შორის გადებულ ჰამაკს აგვისტოს საღამოს ცივი ნიავი აქანებს,ვწევარ და ვწერ,ვწერ რადგან გონება ზედემატ ამღვრეული მაქვს და ვმშვიდდები. მაშასადამე მე მეომარს,მაქვს ემოციური ატრიბუტები,რაც მეხმარებაი იმაში,რომ გადავრჩე და ვიცოცხლო. ემოციები ყოველთვის იმისთვის არ არის,რომ თავი ცუდად ვიგრძნოთ,არა. ხანდახან და აი ჩემი მაგალითიც,სწორედ ემოციებია ის,რასაც ვეყრდნობით და გვეხმარება ფუნქციონირებაში. ამიტომ მკითხველო,ეცადე ყველა ემოცია შენს სასიკეთოთ მომართო,ვით ზარბაზნები ჩაუქრობელნი. მარადის თქვენი საბიას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი