ყოველთ-დღიური #1
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. ვაი , რომ პოეტურად დაწყება მსურდა, მაგრამ შენც აქ ყოფილხარ , ნიკალაი ! ჩემო, ლამაზო ბიჭო.. შენი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე გონს სხეულის ტოტალური დესტრუქცია სჭირდება, რათა მუდმივი განსაცდელის ფაზას თავი აარიდოს. რაციონალურობა მოითხოვს მხეცისებრ განცალკევებას, რადგან ფიზიკის გველებს ადამიანთა ნახვის დროს რომ ჭირვეული ბავშვივით იბერებიან, სადავეები წაუჭირო. თუ მავანი საკუთარ თავს ვერ მართავს , მაშ როგორღა მართავს სამყაროს ?! შენ არ არსებობ , შენ ხარ ზმანება კაცთა სამყაროში. ვინღა გაბედავს უხორცოს თვალებში ყურებას, ანდა როგორ აღიქვამს მოჩვენების ირეალურ თვალებს. იკითხე ფიქრის მობეზრებამდის, სხეული ანგრიე იქამდის, ვიდრე თავად შენი ლეშის თრევას ვერ შეძლებ. თვალნი დაღალე ვიდრე სიბრმავეს შეჰღაღადებენ უსინათლოებს. რჩეულთა ხვედრი არა არს მატერია , სილამაზე სახისა და ოხვრა მასზედ, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ გახლავთ. არა ნიკალაი, კაცის სილამაზე ჭკუაში, მასების მართვასა და ძალაუფლებაშია. ადამიანი ბუნებით შემოქმედია, და მხოლოდ მაშინ გრძნობს საკუთარ ავყია თავს კარგად, როდესაც ქმნის. არ აქვს მნიშვნელობა ნაწარმს , საზრისი აქვს ქმნილებას. და მაშ, თუ კაცი შემოქმედს უნდა ემსგავსოს, რაღა ყოფილა მისი მთავარი არსი ამა სოფლისა? ქმედება და შემოქმედება, ნიკალაი, ქმედება და შემოქმედება !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი