ყოველთ-დღიური #3
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. მორალურ-ეთიკური ჯაჭვი, კაცობრიობა ზღვარს გადადის და ფარგლებს ლახავს. ამორალიზმი ბუდობს და სადავეები ეშმას უჭირავს. ყოველგვარი სიბიწითა და გარყვნილებით ხარობს ადამიანი, იგი პრიმატის ბაზისის მქონე არსებად იქცა. მისთვის არარაა იდეალები და შესცქერის მხოლოდ ლეშის ხარობას. ზურგი აქციეს ღრმა ერთსა და ღრმთისმოსაობას, გამვლელ- გამომვლელს რომ შეეკითხო, ნორმალურობა სიგიჟიანობის გეზია, ხოლო გიჟიანობა ნორმალურობის, მაგრამ ვინ მეტყვის, რომ კაცის უბრალოებაზე ესთეთიკური რამ შექმნილა ამ სამყაროში ! ვერვინ და ვერვინ და თუკი იტყვის, წმინდა წყლის ტყუილი იქნება. გიხაროდენ, რომ შეძელით ჭეშმარიტი ღაღადის მოსმენა დაპირებული პრინცისგან, გიხაროდენ და ილტვოდეთ ჭეშმარიტებისკენ... მძაგს როსკიპნი ყურადღებისა , მზარავს ციფრული ერა და გონებადაჩლუნგებული მანქანები , საკუთარ თავებს ადამიანად რომ იხსენიებენ. ნამუსთან ერთად , ღირსებაც რეცხეს და უსასრულო წყლებსაც ატანეს.. -სკოჩზე არ ვიტყოდი უარს , გთხოვთ ერთიც დამისხათ -ორმაგი ? -მშვენიერია, ჰო ,მართლა, ვინ არის ეს მჭერმეტყველი ? -ადგილობრივია, იოჰანი. სანამ ჭკუამცდარი გახდებოდა სუწინიორი და იარაღის გამსაღებელი იყო, ნარკოტიკების სულში ხუტებამ კი ორატორობის ნიჭითაც დაამშვენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
3 კომენტარი
ძლივს მოაზროვნე კაცი გავჩითე მალადეც რამდენი რამე გაქ გათვალისწინებული
მე როგორ დასკვნაც გამოვიტანე უკვე იმდენად აშკარაა კაცობრიობის გადაგვარება და დაცემა რომ სუტიონიორჩიკი ბარიგაც ხედავს თუ პროსტა აზრი ის იყო რომ სხვაზე მიუთითებს ეს როჟა და ვითომ დიდი მორალური მასტია როცა თვითონ ნაბარიგალი სუტიონიორია
არ ვიცი მეგობარო ვინ ხარ მაგრამ თითქმის შენი ყველა ნაწერი წავიკითხე და ჩვეულებრივი გენიოსი ხარ ჩემი აზრით რამდენი წლის ხარ რომ დაწერო თუ არ შეგაწუხებ და წერა აუცილებლად გააგრძელე ვიხილავთ დიდ სახელებში შენ სახელს და გვარს დარწმუნებული ვარ
დიდი მადლობა ბიჭებო.