ყოველთ-დღიური #4
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. მაინც რაოდენ მშვენიერი იყო მისი ხატება, მწყაზარი პირ-სახე, იერი მითოსური ქალღმერთისა. მშთამგონებელი მსგავსად მნემოსინეს ქალიშვილისა, მუზა , რომლისთვისაც თავს გასწირავდა ყოველი, რამდენ საყვარელს მიატოვებდა მისთვის ლორდ ბაირონი , რამდენ მიწას დაჰყიდდნენ ჰერცოგნი. აუარება იქნებოდა არქივისთვისა და მტვრის ჭამისთვის განწირული ლექსთა კრებული. ვიჯექი ჩემთვის და კრძალვით შევსცქეროდი, ხოლო ჩემსავე უბეს მცონარე ვირთხები ღრიდდნენ, გროშიც არ მქონდა და ჩემი დამპალი სხეულიც ვერავის მივყიდე. სულს ვებღაუჭებოდი , ხოლო გზაჯვარედინზე არც ეშმა ჩანდა. ვერც დორიანი გავხდი და ვერც რაფაელი , ნეტავ გენახათ , რაოდენ მიუწვდომელი გახლდათ , ბაგეს უმშვენებდა ზეთის ტუჩსაცხი , შეფაკლულ ლოყებს უგალობდნენ დილის ფრთოსანნი. ნამტირალები და დარცხვენილი 9 -თვალაც მთვარეს იფარებდა ბოღმითა და შურით გამომძღარი.. -ღორის ნეკნებზე არ ვიტყოდი უარს, 3 პორცია თუ შეიძლება. -ცოტა შეაგვიანდება, მზარეული ისევ არ ჩანს. -რა ბედენაა , დიდად არც უშავს , მისი ტრაგი-კომედიით დავტკბები, მაინც რა გრძნობაა ეს სიყვარული, ნეტავ ვინ დაასხა რეტი ამ უბედურს. -დღემდე ჰგონია, რომ ავტომობილიდან სწავლული, ოჯახიშვილი ხიბლავდა თვალისცეცებით. ჩვენი მზარეული კი ყოველდღე დასცინის და არაფრის დიდებით სიმართლეს არ ეუბნება. ის კია , სახელგანთქმულია მეძავია , ვალენტინა. -რაო , რა ბრძანეთ ? ნეკნებს რამდენ ხანს დააგვიანდება ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
dzaan magaria es seria , gaagrdzele aucileblad