ყოველთ-დღიური #5


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი

-ღმერთმაც დასწყევლოს, რით ვერ აინთო ეს შხამნარავი ნამწვი, არადა რა წარმტაცი რეკლამირებითაა შეფუთული  ეშმას საკმეველი, აქაოდა შოკოლადის სურნელიო, იქაოდა  ვანილის დაუვიწყარი გემო, მე თუ მკითხავ ყველა ერთი ნაგავია ათასი შხამ-ქიმიკატით შემკულ-მოკაზმული. 

მაგრამ უნდა აღინიშნოს , რომ ამ კარდონის 20 გველიანმა ყუთმა გადამარჩინა. რეის შევუარე 2 კოლოფის საყიდლად, 
ლენტიც ავხსენი, გოგირდით გაჟღენთილი ასანთიც ცეცხლში მოვახვიე. ჰოდა, მეც ასე ამხსნეს ხორცი და ძვლებიც გეენაში გამიხვიეს, როცა ელენა დავინახე ვიღაც ნახევარ-კაცასთან ერთად, მიყრუებულ არკაში...

-როგორ .. ელენა ?

-ელენა... აბა, როგორ ! 

-არადა მეუბნებოდა,  ბავშვი უნდა გავასინჯო ფერზე სიყვითლე ერევაო

-როგორც ჩანს, თავადაც გადაწყვიტა დეტალური გამოკვლევა , ვერაფერს იტყვით, მშვენიერი ამბავია.

-ეს ტექსტი უნდა დავამუშავო , დღეს სცენაა, თეატრის სუნი მომენატრა. ხომ მოხვალთ , როგორც შემპირდით, ისე უნდა იყოს ყველაფერი, დაგეგმილი, მოზომილი და დაპირებულიც.

-მოვალ, სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

-გთხოვთ, კიდევ ერთი კათხა.. გაუფილტრავი.

-ხომ არ უძალიანდები, არც ისე დიდი ხანია, რაც პირზე რძე შეგაშრა. 

-ასე 2-3 თვე იქნება, ხომ იცით ტერეზა, აი ის, ფუნთუშას რომ ეძახიან, მისი შრომისმოყვარე მეუღლეც ზუსტად 2-3 თვეა, რაც ზღვისკენ ილტვის და სხვა მეზღვაურებთან ერთად აქა-იქ მეკობრეებსაც იგერიებს..

-შენადა, თუ იცი ეწევა ? 

-ეწევა რომელია, ფუნთუშამ მითხრა, მარტო მაგის დღიურმა 5 -მა კოლოფმა ქანცი გაგვაძროვო. რატომ მკითხეთ ?


ჯერი !  კიდევ ერთი კათხა, გაუფილტრავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი