ყოველთ-დღიური #6


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი 

-ლახვარი ჩამცეს ! ბავშვობის ძმა-ბიჭები მოვარაკებული სიტყვით , შეფუთული ბოროტებით, გარყვნილებით გახარებულნი მოაბოტებდნენ  და თესდნენ ავისა და უხსენებლის თესლს. 

თანაცვყვებოდი ყოველს , ვსწირავდი ჯანმრთელობას, ნერვებს , ფულს, ოჯახს ვაკლებდი არმოსაკლებელს,  ბოლოს რა შემჩრა?!  სულ გამღლიტეს, სულსაც დამციცლავდნენ მაგის შნო და შეძლება რომ ებოძებინა ზეციერს კაცისთვის. გულს მირევს უგუნებობა, არც კი ვიცი ფეხზე საიდან წამოვდგე , ვის ან რაღასღა უნდა დავეყრდნო..

-რამეს ხომ არ დალევთ ? არჩევანი გვაქვს , თანაც საკმაოდ ბლომად.

-არა, დიდად  გმადლობ.. კაცი , სასმელში ვარამს რომ ჩაახშობს, თითო ჭიქაზე თითოჯერ გატყდება. უსუსურობაა მათრობელს ატანო შენი ტკივილები და ფხიზელი გონით ვერ გაუსწორდე, დაგემშვიდობებით,  კარგ დღეს გისურვებთ.

-როგორც გენებოთ.

-ღორის სტეიკი თუ შეიძლება,  კარგად დაბრაწული, ეს კაცი ვინ იყო ?

-ყოფილი შერიფია, თავის ბავშვობის მეგობარს მისსავე მეუღლესთან უღალატა, მშობლების ოქროები სახლიდან გამოჰქონდა, ოქროსფერს კი მწვანე ფერზე დებდა ერთადერთი სახლიც მევახშეებში მიაბარა. საბოლოოდ კი ფერადი საერთოდ არ დარჩენილა. მეგობრის მამის კრიმინალური მოღვაწეობით საკუთარი კარიერაც აიწყო , საკუთარი ცოლი სიგარეტის ნამწვით მრავალჯერ დაამშვენა. ორი შვილი ჰყავს, ერთი მეძავია, მეორე ციხეში ლპება

ჰო მართლა, სასმელს არ ეკარება, იძახდა კოკაინის შემდეგ რაღა დამალევინებსო, ახლაც მაგაზე გაიქცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი