ყოველთ-დღიური #8
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი -ეს რა იხილა უღირსის ხედვამ , აღსარებას მივაშურე, ეგღა მეჩვენა უძლურის მხსნელად, საზარელი ვიხილე თავად საზარელმა, მრუშობა ჩემივე მოძღვრისმიერი, მრევლისკენ მიმართული, კაბა ახდილი , სარცხვინელ ხილული. თვალსაც ვერ ვუჯერებ და არც წადილი მაქვს მრწამდეს.განრიდებაზე ფიქრი მიელტვის სიტყვას - მემენტო, მემენტო ,მემენტო ! -არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი , ვისაც ტრაგედია გადახდენია უმწეო თავს, ყოველი გამვლელი და , განსაკუთრებით , აქ შემომვლელი გამვლელი ფრიად განსაცვიფრებელი ისტორიით შემოიფარგლება ხოლმე, სანაცვლოდ კი სიტყვიერ ანდაც სასმლისმიერ თერაპიას ვთავაზობთ. -რაიმე ორმაგი თუ შეიძლება. -გოლდენ გრეინს შემოგთავაზებთ, მილედი... -სულ ერთია, სულს მაინც ვერ გამიმრთელებს, მითოსურ სიყვარულს მეფიცებოდა,როგორც ჩანს არც სულიერი მამები გამოდგებიან ერთგულ საყვარლებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი