ყოველთ-დღიური #11
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. -წარმოიდგინეთ რამდენად სარფიანია ! რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე ? აროდეს არ ჩაგძირავს საბაზრო კონკურენცია, რადგან მომხმარებელი მუდმივია, ხალხი ყოველდღე კვდება, კარგი მყიდველები, მკვდარი მყიდველები არიან. -ვერ გეტყვით ნოე, რომ 4 ფიცრის დამზადება მომგებიანი შეიძლება იყოს. -მომგებიანია , ზედმეტადაც მომგებიანი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი კვდება ყოველდღე, ანდა რაღათ გინდათ წარმოდგენა, უბრალოდ ფართოდ გახელილი თვალებით მიმოიხილეთ. მოკვდა ერთი, მოკვდა ორი, სამი , ოთხი, ხუთი, ექვსი და ვოალა ! ეგეც თქვენი 6 საცხედრე, მერედა ზოგნი განსაკუთრებული პატივისცემით კრძალავენ თავიანთ მკვდრებს, საცხედრის ფასი მასალის ექვივალენტი იქნება, ბრწყინვალე ბიზნესია ! ნოე კროუფორდი აქ არის ?! -საკმაოდ სარფიანია ! წავიკითხე კიდეც, ყოველივე გარკვეული და გამზადებული მაქვს, წერია ყოველ წამში ორი ადამიანი კვდებაო. ახლა მიეცით გასაქანი ვიზუალიზაციას. თუ საქმე ლოკალურიდან საერთაშორისო გახდება, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მომდევნო წამს 2 პოტენციური მომხმარებელი გვყავს. ნოე კროუფორდ , სერ... -გენიალურია , აუცილებლად უნდა დავიწყო, სიზმარი ვნახე, ძალიან კარგი აზრია! ბატონო, ნოე...კროუფორდ -მაპატიეთ, ვერ გავიგონე, მოგისმენთ. -თქვენი შვილი,სერ... ადგილობრივ სროლას ემსხვერპლა, მოზიარენი ვართ... -ესე იგი, დიახ... სად გავჩერდი... სად... გავჩ... ერთი მკვდარი, ორი... ჰო, ორი მკვდარი... სამი , ოთხი , ხუთი , ექვსი და ვოალა, შვ... შვიდი მკვდარი... ეგეც თქვენი 7 საცხედრე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი