ყოველთ-დღიური #12
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. -რას შეუკვეთავთო მეკითხებით?! რა უნდა შევუკვეთო ! საკუთარი მეუღლის მობრაწულ თავს ვისურვებდი ლანგარზე. შენი დედაც ვანესა ! როგორ მძაგხარ შენი კაპრიზებით შენც და დოყლაპია დედაშენიც. ყველაფერი ჩემ კისერზეა ! ადექი სისხამს, ჩაიცვი მიკუჭულ-მოკუჭული მოთეთრო პერანგი. უმტკიცე ხალხს რომ მოკრემისფრო დაჰკრავს ჭუჭყის მაგივრად, ყავასა და აყროლებულ თუთუნზე გადააგორე მთელი სამუშაო დღე. იყიდე საჭმელი მოათრიე დაულაგებელ სახლში და შეხედე შენ მსუქან-ღაბაბა ცოლს როგორ კოტრიალობს ჩამპალ საძინებელში, აი რას ვისურვებდი, ვანესას შემწვარ თავს, ბროწეულსაც თუ მიამატებთ , ფრიად კმაყოფილი დაგრჩებით. ჰენრი , ჰენრი ! -აქაც მომაგნო , ყასაბს თუ სცალია იქნებ ბარემ აქვე გამოღადროთ, სულ ცინცხალი იქნება. ჰენრი ! -რა ჯანდაბა გეტაკა ! ამ დილა-უთენია მაინც მომასვენე. -ხომ გახსოვს გათამაშების ბილეთი რომ დავწერე და გამომთათხე ფულს რაში ხარჯავ შენ ვინ რას მოგაგებინებსო ?! მოვიგეთ ჰენრი ! ერთი-ერთში ,არასდროს მუშაობა აღარ მოგიწევს, ჯეკპოტია,საყვარელო, ჯეკპოტი , აი ნახე, 9 3 5 7 8 2 1 , ზუსტად დაჯდა ! -ახლა ვფიქრობდი თუ როგორ მიყვარდი , ვანესა, ჩემო უძვირფასესო ! შენ გარეშე წამიც კი არ მასუნთქოს გამჩენმა, კაცი არდადის ვინც ჩვენ შორებას წარმოიდგენს ან შეეგუება ! ჩემო ყოველთა ვარსკვლავო , სიანცით რომ კაშკაშებს ცის კამარაზე ! მომეცი , ვნახო , ჩემო უძვირფასესო ! -აი , ჰენრი, ნახე, ნახე , რაც შეიძლება მალე , შემდეგ კი ფულიც მოვხსნათ და სადმე სიშორეს გადავიკარგოთ ! -ეს ფურცლის ნაგლეჯზე წამელნილი ნაჯღაბნია, ეს გათამაშების ბილეთი კი არა ფურცელზე მოთათუნებული ბოტოტა თითებია, შენი დედაც , ვანესა ! შე უდღეურო, უსუსურო, ტვინგამორეცხილო ნაბიჭვარო! აყროლებულო ლეშო, ერთი სული მაქვს როდის ჩაძაღლდები და სადმე ღია ცისქვეშ მიგაგდებ მატლების საჯიჯგნად, ან თუ არა თავად ჩაგაძაღლებ ! -ფურცელი ამერია ჰენრი, აი, გათამაშების ბილეთის ასლი ! -ღმერთო, დიდებულო ! როგორ მიყვარხარ, ვანესა ! ჩემო სიცოცხლის ცოცხალო ანგელო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი