ყოველთ-დღიური #13


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

-უფალს არა ხილული ,არამედ არახილული მატერია უნდა სთხოვო, რომელსაც თავად გარდაქმნი ვიზუალურ ნაწარმად.

-როგორ შეიძლება მატერია უხილავი იყოს ?

-თუ კაცი ღვთისსახელით იქმნს , მაშინ თეთრიც შავად აღმოცენდების. ენერგია და ძალა არახილული მატერიაა.

-მიმაჩნია, რომ წმინდა მამისებრ სჭექენ შენი ბაგენი, დღეს იშვიათია რომ ვინმე აბსოლუტს ასრედ მოიხსენიებდეს, იშვიათი და სასიხარულო.

-ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ, გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ, გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით, ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.

-გთხოვთ, 117-ესა და პიესის მოხაზვის ტალანტის წყალობით პირად პროფილს ნუ აამაღლებთ.

-დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.

-განა არ გთხოვეთ, ბატონო ?!

-ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.

მაშ დაცვამ განარიდა ცრუ მეტყველი სამიკიტნოს და განართხა მიწას მტვერსა და მურში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი