ყოველთ-დღიური #14


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.


მთვრალი და ნაზარხოშები ამბოხების იდეითა, ვიჯექ და კალამს ვწვრთნიდი. თითები სისხლით მომეთხვარა, ნაყვითლარ ნაგლეჯს ერთხმოდა ცრემლი თვალისა ჩემისა. შავ-კაბა მემოსა, სახე ზეთიანი და წვერი ობმოდებული. რაოდენ დიდია წყალობა შენი ღმერთო , რაოდენ დიდია გოდება ჩემი აღვლენილი შენდამი. შეისმენ მას ? შეისმენ უფალო ?.. 

-უცილოდ შეისმენს , ზედმეტად დიდიხანია ზიხართ, სერ, ღმერთს თავისი პოლიტიკა აქვს, სამიკიტნოს კი თავისი, უნდა შეუკვეთოთ.

-ვგონებ, თვით შემოქმედმა გამოგგზავნათ.

-სამყაროში შემთხვევითი არარაა,  საწუთრომ დაგღალათ, ნაჯაფარია გონი თქვენი და სული თქვენი. 

-ასეც არის, მაგრამ  ყოველი გზა წმინდა სამებასთან მიდის, ამაოა მეცადინეობა ყოველთა , თუ ეცდებიან რომ წილი ჯვარი განმარიდონ.

-განაგრძე ველზედ რბენა, დესპანო ღვთისა, მუცელზე ფორთხვა და მტვრის ყლაპვაც რომ მოგეწიოს , არად ანებო თავი ნაკისრს. განაგრძე და განავრცელე მოწოდებანი ტირანიის დამხობისა მსგავსად გომორისა.

-დიდი წყალობა , შენი ღმერთო.

-რატომ იცინი თეოდორ,  ჭურჭლის წმენდვა ასე საქილოკოა?

-არა, უფროსო. აი , იმ მაგიდაზე მარცხენა კუთხეში, ორი კაცი ზის, ერთი იატაკქვეშა შერეკილია, თავის თავს ღვთის დესპანს ეძახის, ხოლო მეორე - დაზვერვის აგენტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი