ყოველთ- დღიური #16


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

ვხედავდი გლარჯის ხუმევას, ცეკვას გონისა ალ-კუჰულთან, წამვლას ტაძრისა ბოძებულისა, ფიზიკას გაუწვრთნელს, დაძაბუნებულ პიკურ მაქსიმას ნაკაცარისა. 
აბსოლუტს ამება არ ეპიტნავება. არა ღირს და არა იქმნება ასრეთის ბაგის ძახილი საქმედ.  ვნებათა უძლეველობა სენად მოექცა ყოველს. ქალაქი ყარს. მთავრები ხალხობას ებრძვიან. ტრამალნი   გართხმულა ფერად ბურგუნდისა. გეგმა ნასახი პუნქტებად აღსრულდეს. გროშის იუდა რად გაჯიუტდა. ძალმომრეობით ბავშვების სცემა. აქეთ ხითხითი მამონებისა, იღიმის გეენაც ნაგიზგიზარი. 

გონის ძახილს მოუხმე, ნიკალაი... საუკუნოა იმიერს ძრწოლა.იამბოხე კეთილისაკენ. ლაშქრე სამყარო ბოძებული. რადგან უძლურთ არათუ ეშმა , არამედ მფარველიც არა შეეწევა. 

-მაპატიეთ თუ საუბარს გაწყვეტინებთ, ვერ მივხვდი ვის ესაუბრებით.

-ძველი ჩვევაა, გისმენთ, სერ.

-რეგალი და ორიც კუბური, თუ შეიძლება.

-როგორც ჩანს თქვენ გესაუბრებით,სერ.

-უკაცრავად ?

-არაფერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი