ყოველთ-დღიური #17


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

-დედა გაექცათ, ცხრანი იყვნენ. სხვა კრუხი მოვიყვანეთ, იმ უხსენებელმა ნისკარტი ჩასცხო და 7 - ცალი ადგილზე აღასრულა.  ეს 2-იც ძლივს დაეხსნა თავს სიკვდილს. დახე ერთი, როგორი ხასხასა ყვითლები არიან, რომელი მარჩენალი მიატოვებდა მათ.

-რას აფასებ ?

-რავიცი... რამდენსაც გაიღებ...

-ფული არ მაქვს, მაგრამ ვგონებ საჭმელზე უარს არ იტყვი, მოშიებული ჩანხარ.

-პირდაპირ თქმა ვერ გავბედე, განა მეც ფული საჭმლისთვის არ მინდოდა ?! 

ჯერი ! ორი შემწვარი წიწილა, საფირმო სოუსით !

ჰაჰა ! 

-სამიკიტნომ იცის, რით მოაბრუნოს ყოველი უბედური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი