ყოველთ-დღიური #18
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. -ქალაქის ახლოს ტბა მაქვს, ორი. მთელი ბავშვობა მანდ გავატარე. მამაჩემმა მიმაჩვია თევზაობას. თევზიც სულ რომ არ ყოფილიყო, ანკესით ხელში დაჰყოფა საათობით შემეძლო. მამისგან ტბებიღა დამრჩა. შემდეგ თევზი ბლომად მოვაშენე. ჩემ არ ყოფნაში კი ბავშვები შეჩვეულან ტბებსა და უნებართვო პარვას. ერთხელ წავასწარი, ორჯერ, სამჯერ ვაფრთხილე და ვაფრთხილე. მეოთხედ შევძახე- ვე ! გაიქცა ეს ბავშვი, 11 წლისა, კლდოვანი ადგილებია. ირბინა, ირბინა და წასცდა ფეხი, გადავარდა უბედური, არადა კარის მეზობელი იყო ჩემი. მე და მამამისი ერთად გავიზარდეთ, დაკრძალვა გუშინ იყო... -რას მიირთმევთ სერ ? -არა, გმადლობ... თევზის გარდა, რამდენიმე ხბოც მყავს, საბელი მინდა, შემომაკლდა , ხომ არ იცით ბაწარს სად შევიძენ. -გზის მოპირდაპირე მხარეს , მარჯვნივ, ელიას ბაღისკენ. -თუ იცით, გაცვლით თუ გაცვლის -ასე 1-2 თევზის ნაცვლად გაგატანს, უარს არ გეტყვით სერ, ცუდი კაცი არაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი