ყოველთ- დღიური #19


სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი.

-საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებით, ხელმოცარულთა სამფლობელოში რამ მოგიყვანათ?

-მინდა სიღატაკის ხუტება შევიგრძნო, დიდგვაროვნება მომაბეზრებელია, ცხოვრების აგურ-აგურ შენება კი საინტერესო და აზარტული.

-როგორც ჩანს, ქალების სიყვარული მაინც არ მოგბეზრებიათ, მინდა აღვნიშნო, რომ მშვენივრად გამოიყურებიან.

-ლოგინში წუნს ვერ დაუდებ, ლიზა და ვლადა, მათ ფეხებს მთელი სამყარო შეჰხარის და დრობლიანი ქოფაკეფივით სდევენ. მაგრამ თითოეულმა იცის, რომ  მთელი სხეულით მე მეკუთვნიან. მკერდით, ფეხებით, საჯდომითა თუ სულით. 

ვლადა ! ლიზა ! 

-გი... გისმენთ, ლორდ ვენტორ...

-თუ გსურთ მთელი მენიუ შეუკვეთეთ. უნდა დავჯდე, მოწევა მინდა

-აბა, რას ინებებთ ქალბატონებო.

-ორიოდე წუთის წინ მივირთვით. ვენტორი მამაჩვენია.  შეუქცევადი დემენცია აქვს, არავინ და არაფერი არ ახსოვს. მთელი ცხოვრება ცდილობდა სიმდიდრე მოეხვეჭა,  საწადელს ვერ მიაღწია და სტრესისა და ნერვიულობის ფონზე ჭკუიდანაც შეცბა. მაგრამ ხომ იცით, ლამაზმანისთვის ეშმაც კი თავს წააგებს. რამდენიმე ლორდის შეცდენა, ზღვა ფული და მამაჩვენსაც თავს იმად ვაჩვენებთ, როგორი ცხოვრებაც სურდა ჩვენთვისა და საკუთარი თავისთვის. ეს სცენარიც მიავიწყდება და გავალთ. 

-როგორც გენებოთ, დაბრძანდით.

რად ფიქრიანობ ჯერი, ლორდ ვენტორსა და ქალბატონებს საფირმო ტკბილეული მიართვი.

-სერ, რომ არა დემენცია , ფიქრობთ , რომ ლორდი ვენტორი დასახულს მიაღწევდა? 

-მერედა ვინ ამბობს, რომ ლორდ ვენტორს შეუქცევადი დემენცია აქვს ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი