ნაყოფი
თვალი ვკარი ზეცას იმ დღეს, ჰორიზონტზე სვავი ჰქროდა. ელეთ-მელეთ ელდამეცა, მტერი ჩემკენ გამოჰქროლდა. პაპაის ადათ შემოვისხი, წინაპართა მესმა ჰანგი მგლის ლეკვური სიმღერა ვთქვი, რად არ მქონდა თანა ჩანგი ქოფაჩ ასხმულ ვუმზერ რქებით , სასოებით ველოდები მასრა-მასრა თოფის ქებით , ცა ტყვიებით შემოვქმენი ვაი ,თავო, უბედურო, ზეცა ვჰყავი დანახვრეტი ვერ ვუტოვე მტერსა ჩემსა შუბლ შუაზე განახვრეტი ! უმალ აქვე გაჩნდა ახლო, არც მაშველი ახლო-მახლო. პირტიტველა ბიჭი იყო , ხმალ გულშია ჩამომამხო. და ვბანაობ წყალწითელას, ნაპირ ვერა გავუდივარ. კანი სისხლად დანასისხლი, ყორან-სვავსაც არ ვუნდივარ აკი მითხრა ჩემმა ნენამ, აბრაგობა შარი არი არა კაცთ ჰკლა, არა ნენა, აქ საწუთრო წამი არი რაღა დამრჩა, გვამის ფარჩა ,თვალი დამზრალ ნამიანი ხილი ვჭამე უკეთურთა, მდურთა დაშნა შხამიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი