Apocalypsis
ღამის ოთხია , ოთხი მხედარი, ქროდა დაქროდა ქროლაზე ქროლით. სულ ანაბარა ბედის მდევარი, ოდას მათოვდა მწოლარეს ძრწოლით, მაგრამ გულს მირევს უგუნებობა მე ვინ ვაგდივარ სევდებს რომ ვსდიო, ბოროტს ბოროტი შემომეღობა ძვლივს მოგიხელთე სანამდის გსდიო ნაყვითლარ ეშვზე ბაგე ავსწიე კბილების ღრჭენა ნაპერწკლებს სროდა და ჰა ! მერანო, რა ვერ გასწიე ეშმა მაუზერს თქეშებად მსროდა კან დანათქეში სისხლით თქეშივით წუთისოფელი რბოდა და რბოდა ხელი ხმალს ვიკარ უმალ შლეგივით მეოთხეს ვხედავ რომ გამოქროლდა დახე მხედარი ჩალისფერ ცხენზე მოდი იხილე ზრახვანი ჩემი მზეს დაგიბნელებ დღე და დღე-დღეზე ზარებად ვზარე მე ჩემი თემი აჰა მიერთა მეხუთე მხედრად სიზიფის მსგავსი როდემდი ვიყო ბედსა გავეშვი ვრჩი მხოლოდ მდევრად ოთხმა მეხუთე ცხენი გამიყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი