ღვიძილი


ახლა ღვიძილმა დილის ექვსებზე 

ოცნების ქარმა შემაზარხოშა 

საით გამიწევს ნეტა ნათება 

თუა ნათება ! მიყვირის ბოშა 

შენ აქ რა გინდა ვისრისავ თვალებს

რამ გადმოგაგდო ამა მხარისა ?

რეებს მიროშავ  თავად რა გინდა

უფალს შეთხოვე ძალი ხარისა! 

მე კი შევთხოვდი მაცხოვარს ძალას 

მაგრამ ბრძოლები დამელოდება 

კაცი ორიოდ რომ მოძლიერდეს 

ავი კარებთან დაელოდება

მომწყდი თავიდან , გავაგდე ბოშა 

წყელვა კრულვებით დაადო თავი 

ახლა ღვიძილმა დილის ექვსებზე 

სისხლად მიფერა მომწვანო თვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი