ედელვაისი


აშრიალებულან გიშრის ყვავილები 
ყვავი ნიავქარებს შმაგად მიაქანებს 
წილი ჯვარის თრევით ალბათ დაიღლები
ასე ნელ ნელობით ედემს მიატანებ 

რისხვა ჩაქსოვია ბაგეს დადუმებულს 
შიგნით მასკდებოდა ბრაზი აუხსნელი
მერმე ამ საწუთროს ავად გახუნებულს
სულის მიდამონი შავად გავუხსენი 

თვალი ნაზიზღარი სხეულს შავამოსე 
მარჯვენს შემოვირტყი რკინის მეგობარი 
გონში ბოროტება კადრად გავამგოსნე
ეშმას შავუერთდი ქრისტეს მეომარი 

მართლაცდა ვაი , თავო უბედურო  
ასე რად გაცივდი ან რად გაუცხოვდი 
დედა მაძახოდა იმთავს უდღეურო
მწირე მოყვარესა გულს რომ გავუპობდი

აშრიალებულან გიშრის ყვავილები 
ფერი ფეროდენმა სულ მთლად გადიფერა
წილი ჯვარის თრევით ალბათ დაიღლები
ფერდებს ხორცები რომ ძვლებმა დაგიღერა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი