ფიქრი


ფიქრმა მომიტანა სახე უსახურის
კანი დამიხანჯლა ავის ზმანებებმა
კარზე კაკუნია მჭახე სიცილები
მე ხომ გაფრთხილებდი თავი გაგენება

ხენი გამიკაწრა კლანჭით საზარელმა
ხორცი დამიბერა თმანი ყალყზე დგომით

თვალი თვალში ვთვალე სული გამითვალა

თოკი მოვიშველო ანდა გადმოხტომით 

შიზიკის ღიმილს ვერ ავუდივარ 
სერვით ლოყაზე ჩამრჩა იარა 
ეგღა კიარა სამს არ ვუნდივარ 
ჩემმა ექსპრესმა გადაიარა 

ეს რა მოვროშე სიტყვა წუნია 
კარგი ცუდია მლაშე და მლაშე 
ჰა ! ავიმხედრე აგე დუნია 
ფიქრი ტყუილა ვხარშე და ვხარშე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer1 წლის წინ

შიზიკის ღიმილი შეგიძლია ამიხსნა რა არის? აქამდეც შემხვედრია და ვერ დავსერჩე.

P.s.ძალიან კარგი ლექსია👏

საბა ქვათაძეპროზა, პოეზია.1 წლის წინ

შიზიკის ღიმილი-შიზოფრენიკის ღიმილი. მადლობა დიდი , მეგობარო.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი