Alma mater


ალმა მატერში შებნეულა მძივი ნაზიზღი
მსაზრდოებელმა უზადობით მირტყა ქარაგმა
ღვინის მაგივრად მუცლის თასში რისხვა ჩავისხი
შიგნით რახდება მეტიც არ მინდა მერმე გადაღმა

აქ გავიცანი უკეთური სათნოს ნიღბებში 
და თეთრ კბილებში მგლისებური სროდა ნაპერწკალს
ალმა მატერში თუ მინოტავრის პირქუშ დილეგში
წლობა და დრონი ვაი მოძმეს ბევრსა დაფერთხავს

და ამ სალმებში უსალმობის ნიშნებს ვამჩნევდი
გამარჯვებაო გულის ძახილს არა დავჩემდი 
არად ჩავაგდე მამაჩემის რჩევა რიგება 
სისინ !  სასოი უსასობამ სისხლად მიღება 

ნიავქარებმა ძვლები სტეხოს უკაცურობის
არ მაქ ატანა ბაგე ტატანა უმადურობის
ენა  კაცისა ორკაპობა უხსენებლების
ქერუბიმებო მო ძალა უნებებლების

ალმა მატერში შევახარჯე ახალგაზრდობა 
ოცდაორის ვარ ბებრის ტყავში გამოწყობილი
ავსა სჩვევია ჩუმალობის ქრობის მარდობა
კაცნი დღეისა სხვა რელსებზე გადაწყობილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი