მონაგარი


აი ამ ქართა ხლართვა ნაღველის,
ავ ნიავქართა ხათაბალების, 
ქუშ პირისახე ვერ  ვხსენი ლაღი, 
კოიოტების ზმანებამ ელდა 
გამხმარ ბალახთა მხვდა იალაღი.

გამშორდი ბნედა, ურდო სარქველთა!
დამშვრალო სისხლო , ძიება ქველთა
და ვერა ჰპოვა მართალ ნეტარნი ,
ვაის გაყრილი , ვუის შაყრილი ,
ქვებსაც უშენდნენ მხდალ გარეწარნი.

ვაი- ვიშები შიში საშიშის ,
ავსულს ვერ  მაცლის  ქალავ მანდილი.
თოვლის სადარი შემოგიღამეს 
სუდარა ფერად ხატეს  შავებით, 
პილატეც იბანს ხელს გაშმაგებით 
რბიან დასისხლულ ბაირაღებით.

რბევა და რბევა ზეცისა მადლის 
შენ ადამისა მოდგმით გადაღლილს,
რად გვაპატიე, სულების მხსნელო,
კაენი ღვიძლ ძმას კვლავაც გადასჭრის.
მომეცი ძალა ძალით გადაცლილს ,
გთხოვ მეცი პატივ მარად გასაკიცხს.

მე გხედავთ ხედვად  ვერ იმალებით 
პლატინა ,ვერცხლი, ოქრო ,ლალებით,
რაო იუდა,  რად გაჯიუტდა,  
ინფერნოს გრაფი მზარი თვალებით.
არ დაიღალა ფუჭი  წამებით ,
ავად ჩაგრული ზეცის სამებით. 

არ დაიღალა ფუჭი წამებით?
გადაიღალა ფუჭი წამებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი