მკვდარი ქონდაქარი
გათენდა დილა, დღენი მერამდენე, სათულს ონავარი ჟანგი შეჰპარვია, და ეგ გიშრის თვალნი ღმერთებს შევავედრე, ვაი, ჩემო თავო, სული შემბღალვია. მე დღესაც მახსოვს დროება მაშინ , ვუმზერდი სახეს, სახეს-საფიცარს აჰა ! დავბრუნდი დასისხლულ მაშ, შინ შენდობა ვთხოვე ზეცის სამ ფიცარს. და იმ დღის მერმე თანმდევს ზმანება, ლანდი აჩრდილის ტანად მწყაზარის, შიში და კრთომა მხდალთა მსგავსება ძრწოლა კართ მომდგარ ავი ზამთარის. ჰო! შემიყვარდა მოკლული ქალი, ქალი მოკლული ჩემი ხელებით,, ჯალათი ვიყავ დავიდგი ხატი და ეშმას ვუცდი გულ-გახელებით. ერთი ის ვიცი, როცა მოვკვდები , არვინ მაღირსებს მიწასთან ხვევნას და მე სიმართლეს გარს ვერ ვევლები, ვერად ვახერხებ გრძნობათა ძლევას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი