ზართა-ზარობა
და აქნობამდის , მუდამ მდუმარას , ქროლვა მომინდა ფენიქსთა მსგავსი. არა, არ ვიცვამ გვამის სუდარას, სულ ანათემას თუ გინდა გამსვი. გამშორებია ბალღობის წლები დღენი ათასად ფერად ელვარე, ვერ შემომიღო მხედარმა კარი მამა ღმერთია ჩემად მეკარე. რად ჩამოგტირის პირი ქართველო , კაეშნით სძღები ბრაზით დამთვრალი, ცად მოგარგუნეს წმინდა ტრამალი, ვაზთა ფოთლები ედემთ მაგვარი დალოცვილ მიწას ნურას უჩივი, სიკვდილის შემდეგ შემოგეხვევა, თოვლივით თეთრი წამოწითლდები რცხვენა ღიმილით შემოგეჩვევა ჰა მოიშორე ფუჭი გოდება, ფარსი ფიქრების არმაგედონი. არა, არ გინდა ბოღმის მოდება, მაგან გაწირა აგამემნონი. და მეც არ მჯერა უიმედობის , ასმოდეასგან ნაბოძარისა ერჩოლებოდე უნდა ცხოვრებას ჯიქურ უდრეკი, მსგავსად ხარისა და ოდესმეაც გამოიდარებს, ავდარსა გაჰყრის ლაღი დარები, სხვითმომფენარი ბედნიერების, მალე დასჭექენ უხვად ზარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი