თქეში


წვიმს...
ფერი გადასვლია მზესაც დანაცრებულს, 
სუსხი უტიფარი ძვალ-რბილს გადასანსლავს,
კლიტე ძლიერ უჭერს გრძნობას გახარებულს,
გული მარად ცდილობს ისევ ჩემს დამარხვას.

წვიმს და ვერანდება ჩემი საქართველო,  
ლეშის მჭამელები თავზედ დახვეულან,
სკამი ვერ გაყავი , გულშავ, შენ ქართველო,
სათნო ბილიკები სადღაც გალეულან. 

წვიმს და გამირბიან ძველი  ძმა-ბიჭები
სილაღ-სიხალისეც რაღაც შემომაკლდა, 
უმალ ბავშვობიდან კაცად გაირჯები
დახე, მზიანი დღე კუპრად შემოღამდა.

წვიმს და ვერანდება ჩემი საქართველო, 
აგრემც დარდ ნარევი თვალი გამხდომია, 
ჰოი სვავ-ყორანნო და თქვენც აფთარ-მგელნო,
დაე თქვენთან ბრძოლით სულიც ამხდომია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი