ფიქრთა-თვითმკვლელთა


თოვდა ოდას დამათოვდა,
ვერა ვიქმენ განახარი. 
ზამთრის ავი ქარი ჰქროდა ,
დამისუსხა ორთავ მხარი.

ვა, სოფელო, რად გაცივდი ,
ავადმყოფი მექცა გული.
მიწას ვყურობ მეც გავცივდი,
ვრბივარ როგორც იანგული.

ქუშ ტალღებსა თავით ვეცი,
ნოსტალგიის ანატკეცი, 
კაცი ძეგლად გადვიქეცი,
თავს ვუშველე გავიქეცი.

არა მშველა რბენამ შორეთ, 
ნენის კალთებს ვეჭიდები
და სამშობლოს განმაშორეთ 
ბაალო , ,რად მეჭიდები !

ვუმზერ მზერით დაღალული ,
ზღვარი ზვირთად გადამევსო.
უცხო მხარეთ ჩამალული,.
თვალნი სისხლით ჩამომევსო.

კართან მოდგა ბუკიოტი 
და ჟღურტული საზარელი.
განმეშორე!  ვუწიოდი,
დამცინოდა აზაზელი .

არა ვიცი რა ვქნა ყოფით,
მშობელ მიწას განაყოფი.
ვინძლო შველა თავის თოფით,
მასთან რა მაქვს გასაყოფი.

ბახი- ბუხი რომ გაისმა
ოთხი მხედრის მესმა სჭექა,
სულ გამთელა ამ მაისმა
ოთხიც როზგი გადამსჭექა.

ახლა ვზივარ დანასჯელი
მაშველთ აღარ მომლოდინე,
საქმე ვჰყავი დასასჯელი
ეშმას ტყუილა ვალოდინე.,

არც ქვესკნელსა არცა ზეცას
მიკრეს თავი  შესაზარი,
ვოიდში მყოფს  ანათემას
მიმცეს შავად შესაბრალი.

დამაშვრალი ვიქმენ გრძნობით
და ვერასა ვეღარ ვგრძნობდი.
გადამაგდეს შორეთს ყოფით
 არარასა ვბატონობდი.

ვინძლო მოცვა შეგრძნებათა
შავ ვარსკვლავებს ვეხუტები,
ავი საქმის  შეხებათა 
მრჩა ბოროტთან  ფერხულები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი