ტალღები


აბა, შემოჰკარ ტაში! 
გათხოვდა შვილი,
ხელი ჩაარტყი ემაგ ტამ-ტამში!
ქმარია ვინმე თავადი-შვილი.

როგორ მიხარის ნეტა იცოდე,
აწ ლაღ-გრძნობათა მინდა ვიწვოდე.
 
არა რა ტაში, მამი რა ტაში !
არა მიყვარდა ხომ იცი არა ?
მეხი გავარდა მოწმენდილ ცაში,
ვგონებ უღმერთომ გადამიარა ! 

რადა მაყოლებ ვიღაცა რეგვენს,
არა-ვერ მინდა მასეთი საქმე.
თავს შევავადრებ იცოდე ღმერთებს,
სხვა მყვარებია,  ის სხვა რომ დაგმე.

ხმა გაიკმინდე უტვინო ქალო!
ბრდღვნას არ დაგიტევ შენ ამა ღამეს
შენ რომ გიყვარდა, ვითომ გიყვარდა,
ვერანი ქვესკნელს გადაგიმალეს ! 

რა ქენი მამი, რას სჩადი მამი? 
ნუთუ ჩახმახსა შენ თითი ჰკარი,
დაიწვეს ოხრად ის წუთი-წამი,
როცა თავადის ყრმა გავიცანი!

გაკმინდე ენა  და ჩემმა მტერმა
უსმინოს ლაქ-ლაქს შენი ბაგისა,
გამოგილაყა ტვინი იმ შტერმა
ახლა გამჩენმა ჯილდო გაღირსა! 

იცოდე თუკი მასე აგრძელებ, 
ზღვას ზვარაკს ვწირავ თავის ჩემისა,
მამი სიკვდილზე რადა მახელებ,
რადა მიმოკლებ რბენას დღენისა?

ხვალვე გაჰყვები, მყისვე გაჰყვები ! 
წავედი ახლა ძილინებისა.
ო, როგორ მხიბლავს თქვენი ბავშვები,
გიჭირს აზრობა სწორ ფიქრებისა. 

ქალი მუხლებში რომ დაიხარა,
ზღვამ ტაში შეჰკრა და გაიხარა.
ტამ-ტამსა კიდევ დაედო მტვერი,
მამაც არ დარჩა მთლად ბედნიერი.

აბა, შემოჰკარ ტაში ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი