ნეტავ ვიცოდე მე სათაური
მოჯდა ყორანი მჩქეფარე წყაროს, ვარაზის ხევის საყდარს ხუტება. Dear raven tell me dark secrets , ზარი მონასტრის ჩამეხუტება. ბნედას მმატებენ ნიავ-ქარები, ნატიალარი ქრის ქრიზანთემა, ჩემმა თემმა სწვა იალაღები , მაგრამ მაინც მე მხვდა ანათემა. მძივნი მაჩუქა აქ ბნელმა ქარმა, ხრტიალ-ხრტიალა სუნთქვა ნახველი. თვლაში გამთვალა ბევრმა ახვარმა დროებას ვანდვე ჩემი ნაღველი. დაიარება ხალხი ნარ-ნარა, ნარ-ნარა ხალხი , თითქო ნარნია, ათას-ერთ ღიმილს ჩემ არ ემატა საწუთრომ ფერი გადამახია ! ახლა ვისმენ აქ ძმა-ბიჭთა ქებებს , ლუდით ზარხოში თამბაქოს სწევა , ტალანტი გაქო გავჰყურებ ხედებს, მაგრამ ღვთის ხელი არ გადამსწვდება. და შავმა კატამ მიარა გვერდი , ნაყვითლარ ჰქონდა ბასრი თვალები, სულ რომ მაგლიჯო ორთავე ფერდი, მაინც ალავერდს დაგემალები. ისევ დავაგდე შუშის მილერი , ზამბახებს ვუწყე ეჭვითა სცქერა , აჰა მოჰფრინდა რუხი ფრინველი, კაცის ფერები რომ გადამფერა. მისი თვალ-თვალი რისხვა მკაფიო , ფიქრთა არმადა აუარება , სამმა ქალწულმა მიჭრა ძაფიო , ზეცის გარდამხდა გაუარება. ის ონავარიც მომისხდა გვერდზე, ჩუმ-ჩუმელა და ცბიერ - კვირვება. ბოთლები ვცალე ახია ჩემზე, აწღა არარა გამეკვირვება. ვგონებ განგება შენი მხვდა წილად , ამერიკელო, დემონთ მთავარო. რომ მაღიარონ დაკარგულ შვილად , მაინც შენ თავსა არა მადარო. დახე, მოვიდნენ , დროებით, ახლა. ღიმილით ვმალო სევდა მალული, წავიდა კატაც ეშმამ გამლახა, ინფერნოს ხვედრით ვარ დამარხული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი