ბლიცკრიგი


არხოტის ქედებს ლასლასით, ლახვრით ვუმზირე თვალები,

ჩრდილოეთიდან სუსხია ,
სული მრჩა დანაცარები.

აგრემც იალაღს ხარებმა ენა აშორეს ბალახებს, 
ბევრსა ეგონა პირშავთა ქართველთ დროშას რომ გადახევს. 
9 წვიმის სახელითა კი ვევედრებოდით ლაზარეს, 
რაის ლაზარე, თუ ძმა ხარ,  ქართლსა ქართველი განაგებს. 

აქეთ რუზრუზი ტყვიისა , იქეთ ხანჯალთა ქრიალი. 
ბევრი ეცადეს , მაგრამა ვერ დავრჩით განატიალი.

თხოთის მთა სიამაყითა ხელს მოხვევს სვეტსა კაცხისას , 
ამას ძამია,  არ ვფიქრობ , რამე სტყობოდეს კაცისას 

თვით ღმერთმა გამოგვიგზავნა ვაზები ედემთ მაგვარი. 
არა , არ მინდა ძამიკო , თუნდაც სამოთხე სხვაგვარი.

დახედეთ  ჩრდილოეთელებს 
კაცებს , ნაკაცრებს , თითქო ამებას
ტოჟე მნე ფერადი კრემლი ჯობია 
ბიჭო  , გერგეტის ტურფა სამებას 

ანდა რათ მინდა მე ქარაგმები ,
მეყოფა შინდისის ბიჭი ჩვიდმეტი, 
მაგრამ იქითკენ რომ გაიხედო, ვალოძიაა ავტორიტეტი.

და გაჭირვება მიჯობნის ჩემი, 
ძმა ბიჭთა გვერდით გადამალული.
მირჩევნის  მიწამ ჩამშანთქოს აქვე 
და არა ვიყო გადაკარგული.

თოვდა ოდას დამათოვდა,
მტერი ჩემკენ გამოჰქროლდა,
პაპაის ადათ შემოვისხი 
წინაპართა მესმა ჰანგი
მგლის ლეკვური სიმღერა ვთქვი 
რად არ მქონდა თანა ჩანგი. 
ქოფაჩ ასხმულ ვუმზერ რქებით 
სასოებით ველოდები 
მასრა მასრა თოფის ქებით 
ზეცა ვჰყავი დანახვრეტი და ვუტოვე მტერსა ჩემსა შუბლ შუაზე განახვრეტი. 


და ეს ზამთარიც გაიზაფხულებს,
ვარამი უშნოდ დაიარების ,
მჯერა ოდესღაც სამშობლოს ცაზე ,
აღმართვის თეთრი ბაირაღების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი