აზრაელს


თავს დამათენდა,
მთვარე ვარსკვლავს კრეფდა, 
თავხედი ხარო კაცო უტიფარო! 

ენას ვასარსალებ მეასე თხოვნით,
ღმერთო დამიფარე , უნდა დამიფარო.

ზნემ დამიარა მყისვე ფეხებში,

ედემის ჩიტო მიწისქვეშეთში ,

ხორცი დავლიე კოცნა ხვევნებში,

ხატებას ვხედავ ქრიზანთემებში,

Devour soul saint azrael !

ლეშს საბურველი გადამაფარე ,

უსიყვარულომ კანი გავყიდე,

პირველს ვატანე დავასამარე ,

რამდენი ფერი ვიცვალო უნდა,

ამ მკვდრებს გავჰყურებ ნაგოროზარი,

გულის მაგივრად შემომრჩა გუნდა,

ანაზდეულად რეკს ბოლო ზარი, 

მაგრამ ვაი , რომ მაღიმებს სევდა ,

როგორ დავცინი მტირალა მწერლებს 

აქ ღამის ცაზე მეხები სჭექდა ,

მინდა ვემსგავსო ბენგალის ვეფხვებს.

ბრაზით გავძეხი ვრჩი გარგანტუა 

კუბიდონს უნდა ვაშორო მშვილდი 

მეტი არ მინდა თუ გამომტყუა 

ის კაცი არ ვარ ვაცილო შვიდი 

და ახლა ვხედავ ღიმილებს სხვასთან 

შენ ნუ გგონია ვარამი მტეხავს 

ჩემ დანატოვარ მტვრებსა რომ ყლაპავს 

თვალები ჩემნი ასს გადაფერთხავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი