ომიანობა


ამ რუხ ნათებებს ათასფერები 
მე შენ ღიმილზე ვაფარე კალთა 

და ეგ თითები სულ ნაფერები 

ჰაერზე მტოვებს ალთა და ბალთა 

ბაალთან ვიყო მიჯობს სიშორეს 

და ეს შორება სულ განმიშორდეს

ახლა ფიქრებმა დამიდგეს დასი 

ფარსი  არმადა თავს დაჯერების 

გულში ხუტება ასი ათასი 

ბრძოლა სისხლამდე გადარჩენების 

მე ისევ მახსოვს მშვენება იმ დღის 
ღვარძლით გთვალავდა ხალხი შენ ახლო 

იმ კუბიდონის დედა ვატირე ბასრი ისარი რომ ჩამომამხო 

შენი კანის სუნს გონი არ უშვებს 
ცეცხლთან თრთიალა ალისფერ ტუჩებს 

დახე მხედარი ჩალისფერ ცხენზე 

რა ვუშველოო ესოდენ ურჩებს 

და ახლა გიმზერ ამოდენ კრძალვით 

ლორდ ბაირონიც რეკს მიწას ზარებს 

თვალს გაშორებდი რაოდენ ძალით 

მერე ხილვებმა მთლად გადამზარეს 

ერთი იცოდე როცა მოვკვდები 

აჩრდილი ჩემი გერგება მცველად

და თუმც იმიერს ედემს მოვხვდები 

ჯოჯოხეთურად ვთარეშობ ველად 
 
ჰო მეყო ახლა მოსწიე თავი 
დალალებს ასდის არგნის არომმა
ეგ მინაბული წარბ - წამწამ-თვალნი

მე 

და 

არესი 

დაგვღალა 

ომმა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი