მასრები


ქუხილმა ხელი მომხვია ახლა

დღეები დღეებს მისდევდა ხოდა,
აგვისტო ოხრად გადაილახა.

და ოხშივარი სდიოდა მიწას,

მწველი მზეების ნათება მზარავს,

ფუ , როგორ ზიზღით ვუმზერ მაგ 9 თვალს ,

ღირსებას ვლახავ სტეჩკინს ვინახავ ,

და როცა ვფიქრობ მომავლის ლანდზე,

უიმედოა ზრახვანი ჩემი ,

მხართეძოდ გავწექ სოფლადა ტახტზე 

ზვარაკად ვწირე მრავალი დღენი.

ღიმილი ანცად ჩამაწვა სისხლად
სისხლად ჩამაწვა ღიმილი ანცი. 

კაცი როდესაც იქცევა ფიქრად,

სტეჩკინის ტყვიას დააჯენს  ქანცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი