თბილისური
ასე პატარას რად მოგწყენია ჟამი სიცოცხლის, გადახედეო მეუბნებიან ფერებს ვინ მოთვლის, რად არ გიტაცებს ოცნებები ამა ქვეყნისა, სამოთხისაკენ იქროლეო განა მეღირსა! რა უნდა ვპოვო რუხი მოდგმის კაცმა ნუგეშში?! აქ ბოროტებას შეგიხვევენ კარგის ფუჩეჩში, აქ ძმაბიჭობა გაიცვალა ქალის წუმპეში, აქ სიყვარული გაილია მდიდრის ტუჩებში. უფლის სიტყვას რომ იყენებენ ძალის საჭრელად, ანაფორებში ვირთხის თვალით მომზირალები, ნეტავ ამ ქვეყნად მამუშავა წვერის დამჭრელად, მერმე იმ ქვეყნად ვათაკილო მომტირალები. მე ცივ თბილისში გავატარე ახალგაზრდობა, ვნახე თავების წამგებელი ყომარბაზობა, ვნახე ქუჩებში შეწირული პოტენციალი, უმაწყალობა, უნდობლობა, ეშმას თრთიალი. ბიჭს გასაჭირი არავისთვის მომიყოლია, მელნები ვწირე სათითაოდ როგორც ზვარაკი. მაშ ეს ლექსიც რომ სასირცხვილო მოსაყოლია, და უხსენებელს ვეთამაშე დღესაც ჭადრაკი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი