Avalanche


ვინმეს უფიქრია ? 

 ვინმეს უნანია ? 
 
 ვინმეს ზიზღი სულში თუ აუტანია
 
 ავი გამოქროლდა ქროლვით შევარდნისა

მკერდი მოვუღერე ტრამალს ვაწითლებდი, 

გორდა გორდებითა ვსერე გულისკარი,

სიკვდილს ხუტებითა არა არვიღებდი.

ხედებს ვუთვალთვალე მაშინ მთაწმინდიდან , 

ბრაზი ყმაწვილკაცებს სულში ჩასკდომიათ , 

მერმე რა გამოვა კუპრი ამინდიდან ,

ძამა , ოცი წლისებს სული ახდომიათ.

ველად მორბენალი ავი დავიჭირე , 

სისხლით ამოვავსე ყველა ღელე-ღელე,

ბოროტს უკუ ვუგდე თავის საცეცები 

წმინდა მიქაელის ხმალით მივუმღერე.

Dear lord , how long it takes 

ასე ოხრად მარტო ველზე რბენის, 

ან რად გავერიდე რიდი რად არ მქონდა, 

კაცი მხეცობაში ღმერთსა ვთაყვანობდი

მერე რომ მეგონა თავი რომ გამქონდა 

თურმე უცხო წყლებში ცივად ვბანაობდი

and false paradise full of avalanches 

მიწა დემონებმა ცოცხლად გადახარშეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი