სიკვდილის ჩრდილის ხეობაში.
დილაადრიან , დილა ავდრიან დამატარებენ ნიავქარები, რაოდენ სილა გამეწნა პირქუში ნიაღვარები, მწირი ხეობა მეჩვენა ნაბინდარია თვალები, სიკვდილის ჩრდილის ლანდები ცეკვავენ ნუ მემალები, ჯვარით ვაკვლევდი გზა და კვალს ლერწამნი შემომელეწა, ცეცხლი ციური განა მკლავს, არქმთავარ შემომეხვეწა: მო , გააგრძელე ნაბიჯი, ყური არ უგდო ბოროტებს, ცეცხლს არა უშვა დაიჭი, სიცივე გაგაბოროტებს. ჰოდა, ვაგრძელე დინება, ვიხილე გველნი ცხრა თავით ვარჩიე ავის მხილება, ვიკვებე ღმერთის თავთავით, გზას არა უშავს მაშორებს ზეცისა ტახტის ზმანებებს მე იმ კაცს ნეტა რა ვუთხრა ვინც ამ გზას თავს გაანებებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
"Even though I walk through the valley of the shadow of death, I will fear no evil, for You are with me; Your rod and Your staff, they comfort me"