ფიასკო
მე და აფრები მივცურავთ, თითქოს ვართ გამა და ვასკო, ამოტვიფრულ გემს სახელად წარწერითა "ეს ფიასკო". გოგო ჩქაროსანს უცდიდა, საბოლოოდ მან მიასწრო, მას ეჭირა წიგნი ხელში წარწერითა "ეს ფიასკო". გოგომ ლამის იგვიანა, ხელიდან წიგნი გააგდო, ქარმა ნივთი მე მახვედრა, დაუბერა, წინ დააგდო. გადავხედე, გადავფურცლე შინაარსი, რაღაც მეცნო, რავიცოდი თუ ეს(ე) ვიყავ, ოღონდაც ეს ვინმეს ემცნო. ხელთ მეცარა, მოცარულსა რა დავარქვა? ვერას ვხვდები, სული სხეულს ჩამოშორდა და მე მგონი ეულ ვხდები. რა მემართა იდუმალი? გულმა საქმე ტვინს მიაქვსო, დამეწყო და დამიბრუნდა, წყეული დღეს ეს ფიასკო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი