შემომიღამდა მე დღის შუქზე


ქუდი მხურავს თავსა ბნელი,
ტანთ აბჯარი მოხდენილი,
ხელთ პაპიროს ცეცხლკიდული,
და თან გზა წვეთთ დანამული.

ამხანაგად მომევლინა
მთვარე ნათლად მოელვარე,
მტკვარი თვის გზას მიუყვება,
რისხვამტევი და მღელვარე.

ქუჩებს ჩუმად ვუბაჯბაჯებ,
საყვარელს ამ ჩემს ქუჩებს,
ვსიტყვავ, საიდუმლოს ვანდობ,
გამწვანებულ ამ ჩემს ბუჩქებს.

ვაი, როგორც მე ვამაყობ,
როგორ მიყვარს ეს ქართული,
მაგრამ ქართველთ შეგუება
არის ზუსტად საქმე რთული.

ნისლი ქალაქს ეფინება
უფარავს მას არემარეს,
ვერას იტყვი, ვერ უწუნებ,
ვერ უბედავ ასეთ მხარეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი