7.04.2018


გახსენებაზე დაიწყეს ფრთებმა.
თეთრი ხმაურის არის შრიალი 
და იძირება შორს აღმა დაღმა 
ნაგორგილევი ნავი ბიჭების.

სველია მიწა , ვითომდაც წვიმდეს 
მთლად ოკეანის პირულის უკან, 
დაიწყებს ფიქრებს შავში ვარდებით 
და დასრულდება მარდი გამგები.

დაბლა კი არა მაღლა სიმძიმით, 
ღრუბლების ქიმებს ლეწავენ კავლით. 
სულიერ ბმებად გახლართულ ძაფებს, 
ჩამოერეკა ნაპრალი ფრთასხმით.

გაბრაზებული სხვა უმეცრებით,  
უმატებს ტალღებს, ქრის ცივი ქარი. 
დაზაფრულია სჩანს სტიქიონი, 
უფრორე დგება უქვო სამარი.

გაწყვეტილია, ხაზები საზღვრის, 
ცათა და წყალთა უსასრულობა. 
იმედი სულის კუნჭულის პირას 
დგას და დათმენა არ შეუძლია.

წყვილად წამოსულს კენტად დარჩენილს 
დახუჭული აქვს თვალები რა მზის. 
უხმოა ხვეწნა , მუდარა ღამის, 
სიწყნარის ცათა და გასახარის.

ტყისფერისებრი ელფერი დარბის, 
გონება იხმობს სიცოცლის ამინდს. 
სულ ერთ ამოსვლას მზის სწორ ხაზიდან 
და გათენებას მთვარის ნადიმის.

მუქია ფერთა სიფხიზლე თვალის. 
ხმაური ისმის მუდმივ სამარხის.
წყურვილის მოკვლა ოკეანეთში, 
დაუსაბამოდ გადადის ლანდში.

ილუზიურად ალუზიაა, 
ვედრება ღვთისკენ აშვერილ ხელთა. 
მითუფრო მეტად გადმოდის შავი, 
სისველე იტევს დარჩენილ მანძილს.

წყალწყვეტილია, შორის უდაბნო,
ყვითელ სიცხეში გადალესილი. 
უსულო ნატვრებს არს მოკლებული, 
საპირისპირო სულით თესილი.

სწორხაზოვნდება იავარქმნილი , 
დაკენტებული განულდა დათვლით. 
შავ ოკეანეს დანებისას 
აჩუქა ქულა თეთრი ქამანდი.

უფრთოდ ფრენაა, შორს წინსწრებული, 
წყლისა და ცათა შორის ხაზგასმით. 
დაჭექილ ხმათა შორის გამოჩნდა, 
თვალდახუჭული ფსკერი სამარის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი