28.05.2017
გაზაფხულს ვუძღვნი მე ამ სტრიქონებს, თითქოს და მართლაც სურნელი იდგას, ყვაოდეს ნუში, ბინძურ ქალაქში, ხალხი კვლავაც რომ შავ-თეთრად ხედავს. სურნელი გინდათ, ბინძურ-ბოშებო?! თქვენ ვერ მიიღებთ ვერცერთი წამით. ამ სიბინძურის კორეანტელში დაიკარგება ხვალ დილის ნამი. სურნელი გინდათ, ბინძურ-ბოშებო?! ნეტავ რის გამო ამოიჩემეთ, ეს გაზაფხულის სიწმინდე თეთრად, თქვენ ხომ სინათლის არ იცით ჩქამი?! დარჩით ქალაქში! ბინძურ-ბოშებო! კორეანტელი მტვრის ხომ თქვენია?! იცხოვრეთ ასე ბინძურ ბოშებო , შავ-თეთრ ქალაქში გაზაფხულია!!! მე კი დავხუჭავ , ამ ჩემს ბრმა თვალებს, და გაგექცევით, შორს, საიდისკენ. მივაშტერდები ჯერ თვალუწვდენელ, ჰორიზონტის ხაზს, გრძელ მინდვრებისკენ. ნუ გამომყვებით ბინძურ-ბოშებო, დარჩით, აშენეთ, თქვენი რამზები. შიგ დაიმალეთ , იქნებ დაბრმავდეთ და საბოლოოდ ჩაქრეთ არსებით. მე კი კვლავ წავალ, გავიპარები, გაზაფხულს ვნახავ ჩემი თვალებით. მწვანე მინდორზე არის ტალღები და მათ გავყვები მეც გამალებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი