5.06.2018


არ ვიცი რატომ უნდა იწვიმოს,
არ ვიცი რატომ იტირებს მთები,
მზის სხივებ ნასროლ გზად დედამიწა,
იწოვს სითბოს და ღამით მღერის.


ლაღობს ხეების პირმზე მიშვერილ,
ყვავილთა სურნელ ფერად ფურცლები.
რეკდნენ ზარები გზად გალაღებით, 
სიცოცხლეს იხვევს ტანს გამალებით.


ლურჯი ხმაურის თხელი ფენები,
ერევა ერთურთს ტალღურ ელფერით,
ერთვის სიამეს და ვეღარ ძღებით,
იწყება ჩუმი სევდის ყრა ჭერით.


არ ვიცი რატომ დაიწყო წვიმა
არ ვიცი რატომ ტიროდნენ  მთები
არ ვიცი ხეებს რა ამძიმებდათ
არ ვიცი რატომ რეკდნენ ზარები.


კედლებ ამოსულ ოთახში ხელით,
წერილებს წერდა აგათა წყენით.
სისველეს იტევს, სურნელ ფურცლები, 
ნავარდისფერალ ალუბლის კენტი.


გაწელილია წამი დღეებში,
თეთრგულა მტრედი იკეთებს ბუდეს.
კარამოლესილ ოთახში ჩუმად, 
პირველად კოცნის პანთია სელეს.

სახურავები ჭრელჭრული ზეცით,
ფერს იცვლის თბილი უფერო სევდით,
ლამპიონების სინათლე თეთრი,
საცრად ატარებს ნაპერწკლებს ღვენთით.

მაშინ როდესაც დაიწყო წვიმა,
მაშინ როდესაც ტიროდნენ მთები,
დამდნარ ხიდის ქვეშ წვეთებნასველი, 
გულდაკარგული სულს ლევდა პენი.
ფონად ისმოდა რეკვა ზარების, 
გზას ასველებდა ნადები ჭერის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი