5.03.2017 ბრმა
ყვითელი ყვითლად, მწვანე, ხომ მწვანედ, მზე -ნარინჯისფრად, და ცისფრად ცაზე. წითელი ხორცად, ნაცრისფრად წვიმის, მელნისფერად, შორს სილაჟვარდე, თოვლისფრად თოვლი. მე ვუსმენ ღამეს, დღეის დღის ღამეს. ვარჩევდი ფერებს , ვხედავდი ვარდებს, ახლა ფერცვილი, მდუმარობს სახე. სილაღე გახდა გამჭუირვალე, და ელვისფერი ანათებს ცაზე. დღეის დღის ცაზე, დღის მზიან ცაზე. ყვითელი ყვითლად, მწვანე, ხომ მწვანედ, მზე -ნარინჯისფრად, და ცისფრად ცაზე. წითელი ხორცად, ნაცრისფრად წვიმის, მელნისფერად, შორს სილაჟვარდე, თოვლისფრად თოვლი. ვუმზერდი დღის მზეს, თეთრად ცაზე. ვნახე ფერები , უმზეო ზღვაზე. დავეარები ნარინჯის ალზე, ვფანტე ფერები გავთეთრდი ასე. ღამის ღამობითმე მე ვხედავ ცაზე, რომ ,ჟანგისფერად ხმაურობს ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი