9.06.2016
ბასრი პირი, წითელი წვეთები . წითლად შეღებილი თეთრი ხელები . მუქ პიჯაკშია გამოწყობილი, აბაზანაში თავჩამხობილი. ღია თვალები აღარ ელავენ, არავის ნახვას აღარ ელიან, თან ჩერდებიან უკვე წამები, მარადისობა დღეს აქ ფონია. ასისხლორცებულ მფეთქავ ხელებზე , წვეთ-წვეთ მოგორავს სისხლის წვეთები, ჯერ იწვეთება, მერე მოსწყდება, და წერტილებად გაისმის ბგერის. თითქოს სიცოცხლე ჯერ არ მომკვადარა, სიკვდილი უნდა შორს რომ გარიყოს. უნდა წითელი ხმაური ახლა , რომ ზღვის ტალღებად გადააქციოს. უნდა წერტილი ხმაური ახლა, ცოცხალ ჩანჩქერად რომ იქცეს მარად, უნდა ამ წითელ ხმაურს რომ ახლა, ამ ოთახს გასცდეს, სხვას მიაღწიოს. ამ წითელ ხმაურს მოუნდა ახლა , დილის ცოცხალი სხივების ნახვა. დილის სისოვლე, ღამის მთავრე, აი, ესაა სულ რაც მას უნდა. უნდა ამ წითელ სიცოცხლეს ახლა , ველები უნდა, მწვანე, ბიბინა ! უნდა მაისის წვიმად დაატყდეს, უნდა ყოველღერ ბალახს დააჩნდეს! დააჩნდეს მარად, მწვანეს ,ბიბინას! თავის ნაქირალ სურვილებს გვანდობს, ჩანს გვიანდება უკვე ოთახში. დრო ჩერდება და ფიქრებიც კვდება, გულის რითმებიც, ნელნელა ცხრება. წითელ ხმაუსაც დაეტყო სევდა, წითლად მოსული, წითლადვე კვდება, წამები არის დარჩენილი და თავჩაქინდრული, წყდება, ეშვება ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი