21.02.2017
სულის თვალები ხედავენ სათქმელს, მაშინ, როდესაც სიჩუმე ფიქრობს. ამ დროს ცის ფიქრით ამოჟღენთილი, თეთრი სუდარა ფარავს სამყაროს. ქვემოდან ზემოთ ისმის გოდება, სიჩუმე უკვე ნაცრისფერია. ოთახში შუქი მუქს ვერ ანათებს, სულის თვალისთვის- ვარდისფერია. ნეტარ არს ფიქრი , ნაცრისფერ ფერში. რომ გაახვია სიჩუმემ წყნარად. ფიქრი, სიჩუმის იდუმალებით იდუმალებას სიჩუმეს ჰპარავს. სულის თვალების ჩუმი წადილი, უკვე ფერებად შლის სიჩუმეს. და ნაცრისფერი ფარდის ჩამოშლა, გოდება ამსხვრევს ოთახის კედლებს. თვალის თვალების მილულულ ძილში, არისმის ჩქამი , ფარდის დაშვების. ნამსხვრევ კედლებში შემოდის ფერი, სიჩუმისათვის არ გასახარი. უთვალავ ფერად დაშლილიყო მზე, თითქოს გოდების ნაწილებია. აყუჟულიყო ჩუმად სიჩუმე , გაკვირვებულად მელნისფერია. ოთახში საწოლს მიუახლოვდა , ათას ფერებად აწყობილი მზე. სულის თვალებთან ასე ახლოა, ისინი უკვე ხედავენ სახეს. სახეა თითქოს გუშინაც ნახეს, არავიწდებათ მით რომ თვალები, გიშრის ნუშებად მოპარეს მთვარეს, ბროწეულს ჩრდილავს ტუჩთა სინათლე და რომ , ლოყები ვარდისფერია. სულის თვალები ხედავენ სახეს, და შორს კოსმოსში ფეთქდება ღამე. სიჩუმე ფიქრად ქცეული რამე, ჩუმად, ეულად , თავს დახრის მალე. სულის თვალებმა, რა ნახეს ღამე, შეწყდა გოდება , გათენდა ღამე! გათენდა ღამე ! გათენდა ღამე !!! სინათლე არის ჯერ არნახული, თვალის თვალები, და ახელს თვალებს. ქრება მზე ღამის , აქ კვდება მთავრეც. იშლება სახე ! იშლება სახე! სიჩუმე თავის ფარდაში აქცევს, ანაცრისფერებს და ხურავს კარებს. ეს სინათლეა დღის მზისა და თეთრად სძინავს სულის თვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი