15.05.2017


იცი, მე ,ვფიქრობ მალე მოვკვდები,
 დამიტირებენ მერე მუქ შავში,
 ამ ფიქრზე მერე ფიქრებს შევეშვი 
და შევიძულე მე მუქი შავი.

 შავი , თითქოს და ფერია რაღაც, 
ნეტავ რის გამო მიყვარდა მანამ, 
ღამის ფერებში ლანდებად ლანდავს,
 ეს მუქი შავი მარადის აწდა.

 მუქ სიკვდილამდე დამრჩა სიტყვები, 
მინდა რომ ვხატო ფერების ელვად,
ჯერ არნახული მინდა განახო,
რომ მეც შემოვრჩე ფერების ელდად.

მოთოვს ვარდისფრად ზაფხულის ღამეს
და მე ვიდგები ქუჩაზე მარცხნივ. 
შენ რომ გაივლი წითელი კვალით, 
ცის ნაწყვეტ ფიფქებს დააჩნდებათ ალი. 

გავიპარებით, მარჯვნივ , ქუჩიდან 
მლაშე სურნელით ზღვის ნაპირისკენ, 
ღია ქვიშაზე დავხატავთ ფერებს, 
ერთსაც გავუშვებთ მზეს დაისისკენ. 

იწყება ცოცხლად დანთება ფერთა, 
უმზეო ცაზე ინთება ალი. უთვალავ ფერად მოჭიქულ ცაზე, 
გადაიშლება სიჩუმედ წამის.

 მუქ შავ ფერებად შემოსილ ღამეს, 
მოვკლავთ მე და შენ ცის ცქერის ფერით. 
მერე , გაგიშვებ , სახლისკენ გზაზე, 
ვარდისფერ თოვლზე დარჩება კვალი.

დავმარტოვდები, მოვლულავ თვალებს, 
შემომიჩნდება მდუმარედ ღამე. 
უდროოდ დროში მოწყვეტილ წამად, ფიქრიც დაიწყებს დალექვას შავად. 
ლანდებად , ისევ , ლანდებად ლანდავს, 
ეს მუქი შავი მარადის აწდა.

რომ არ დავწერო , მოვკვდები , ალბათ 
ამ ფიქრზე ფიქრებს მე ხომ შევეშვი?!
ხვალ ღამით ისევ მოვათოვინებ
და კვლავ ვიდგები ქუჩაზე მარცხნივ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი